-
2021-02-23 13:37
მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ოპოზიციის აქცია იგეგმება, სამართალდამცავების მობილიზება ხდება. აქცია 15:00 საათისთვისაა დაგეგმილი.
მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის დანაყოფები ავტობუსით მიიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული არიან ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.
ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43