-
2021-02-23 13:31
შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განვითარებულ მოვლენებსა და ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება.
„შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს: მოწინავეები არიან ასოცირების ხელშეკრულების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებაში, ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორები არიან. ამ ყველაფრის გაფლანგვა უპასუხისმგებლობა იქნება. ყველა ლიდერმა უნდა აჩვენოს თავშეკავება და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს”, — წერს ლინკევიჩიუსი.