-
2021-02-22 18:30
კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკულმა“ ვარიანტმა, შესაძლოა, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის საშუალებით ინფიცირებისგან დაცვა მნიშვნელოვნად შეამციროს. - ნაჩვენებია ლაბორატორიული კვლევის თანახმად.
კვლევის დროს ვაქცინის შემქმნელი კომპანიებისა და ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის (UTMB) მეცნიერებმა ხელოვნურად შექმნეს ვირუსი, რომელიც შეიცავდა იგივე მუტაციებს, რომლებსაც სამხრეთ აფრიკაში პირველად აღმოჩენილი კორონავირუსის, B.1.351–ის სახელით ცნობილი ვარიანტი.
მკვლევარებმა ვირუსი ვაქცინირებული ადამიანის სისხლზე გამოსცადეს და აღმოაჩინეს, რომ მასში მანეიტრალებელი ანტისხეულების დონე 2/3-ით ნაკლები იყო, ვიდრე კორონავირუსის ყველაზე გავრცელებულ ვერსიაშია დაფიქსირებული.
თუმცა, იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ანტისხეულების რა დონეა საჭირო ვირუსისგან დასაცავად, უცნობია, გახდის თუ არა მათი რაოდენობის 2/3-ით შემცირება ვაქცინას არაეფექტურს ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ.
ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის პროფესორის და კვლევის თანაავტორის, პეი-იონგ შიმის განცხადებით, იგი მიიჩნევს, რომ Pfizer-ის ვაქცინა ადამიანებს ამ ვარიანტისგან დაინფიცირებისგან მაინც დაიცავს.
”ჩვენ არ ვიცით რა არის გამანეიტრალებლის მინიმალური რაოდენობა,”- აღნიშნა მან და დასძინა, რომ მისი აზრით, დაფიქსირებული იმუნური რეაქცია მნიშვნელოვნად მაღალი იქნება იმ მაჩვენებელთან შედარებით, რაც ვირუსისგან დასაცავად არის საჭირო.
კვლევის დასკვნები New England Journal of Medicine (NEJM) - ში გამოქვეყნდა.