
საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაპირისპირების დროს დაკავებულია ათი ადამიანი, ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აქტივისტები პარლამენტის წინ კარვების დადგმას აპირებდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე არიან ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული სხვა პირები.