-
2020-12-24 13:33
"ავერსმა" მწარმოებლებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად პირბადეებზე ფასის კიდევ უფრო გაიაფება შეძლო. დღეიდან სამედიცინო პირბადე "ავერსის" სააფთიაქო ქსელებში 0,18 ლარად გაიყიდება - აღნიშნულია "ავერსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ავერსის“ მთავარი საზრუნავი მომხმარებლის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა, რასაც გამოხატავს კომპანიის სლოგანი: „გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!“
კომპანია „ავერსი“1994 წლის 14 ნოემბერს, პაატა კურტანიძის მიერ დააარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს - უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.