
დღეს, მომღერალ ნინო ჩხეიძის ოფიციალურ YOUTUBE გვერდზე ახალი კარაოკე აიტვირთა. კარაოკე სიმღერაზე „მიყვარდა“ გაკეთდა და მსმენელს ახლა უკვე შეუძლია მასზე სიმღერა.
როგორც ნინო ჩხეიძე აფხაზეთის ხმას უყვება, საახალწლოდ საჩუქარი აქვს ერთგული მსმენელისთვის. მომღერალი უშვებს დისკს, სადაც სიმღერა „მიყვარდა“ და მასზე შექმნილი კარაოკე ვერსია იქნება განთავსებული და სწორედ აღნიშნულ დისკს გადასცემს მათ, ვინც კარაოკე ვერსიას შეასრულებს, გადაიღებს ვიდეოს და გაუგზავნის მესენჯერის შეტყობინებებში.
„ეს იქნება დისკი, რომელსაც გამოვუშვებ წინა საახალწლოდ და გადავცემ საჩუქრად ჩემს ერთგულ მსმენელს, იმისთვის, რომ წავახალისო და საახალწლო განწყობა შევუქმნა მათ“ - ამბობს მომღერალი.