
BBC-ის ინფორმაციით, აფრიკა დღემდე ტრეფიკინგის მაღალი მაჩვენებლით არის ცნობილი. კენიაში იტაცებენ პატარა ბავშვებს, რომლებსაც შემდეგ შავ ბაზარზე მისაღებ ფასში ყიდიან.
„ჩემი შვილი ახლა 10 წლის იქნება“, - ამბობს გატაცებული ბავშვის მშობელი, სახელად რებეკა, რომელსაც შვილი მძინარეს ღამე მოსტაცეს. დედა დღემდე განაგრძობს ბავშვის ძებნას , თუმცა უშედეგოდ.
ასეთ შემაშფოთებელ ამბებზე ხშირად ყვებიან, იქ, სადაც გაჭირვებული და უსახლკარო ხალხი ცხობრობს, ისეთი როგორიც რებეკაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ცნობილი დამნაშავე ალკოჰოლიკი და ნარკომანი ანიტა გახლავთ, რომელიც თავს სწორედ ბავშვებზე ვაჭრობით ირჩენს და მათ შესახებ გაყიდვის შემდეგ ინფორმაციას აღარ ფლობს. ერთ-ერთი მტკიცებულებით კი, თითო ბავშვში 50000 შილინგს იღებს. როგორც ამბობენ, საფრთხე სამ წლამდე ასაკის ბავშვებს ემუქრებათ.
africa eye-მ ანიტას შესახებ მეგობრებისგან შეიტყო, რომ გამტაცებელს გეგმის შესასრულებლად სხვა და სხვა გზა აქვს შერჩეული: „ზოგჯერ ის დედას ელაპარაკება, რადგან დაადგინოს ხვდება თუ არა დედა მის გეგმას“; ხანდახან ბავშვებს თამაშით იტყუებს, უკიდურეს შემთხვევაში კი დედას წამლებით თიშავს და ისე იტაცებს პატარა ბავშვებს“ . - ამბობენ მისი მეგობრები.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება , რომ გამტაცებელი ანიტა თანამშრომლობს ე.წ. ბოსთან, რომლის დავალებებსაც ასრულებს და მის შესრუყლებაში გარკვეულ საფასურს იღებს.
გამტაცებელი ანიტას საქმე ამ დრომედე გამოუძიებელი რჩება , რადგან პოლიციამ მისი დაკავება ვერ შეძლო. აფრიკაში კი , ბავშებით ვაჭრობა დღემდე დიდ პრობლემას წარმოადგენს.