
ფოტოში წარმოდგენილი ჩანთა საქართველოში 90-იან წლებთან ასოცირდება, მას ჩვენთან „ლილოს ჩანთას“ ვუწოდებთ.
ჩანთის ქსოვილს ახლა მაღალ მოდაში ვხედავთ.
„ლილოს ჩანთებმა“ არაერთხელ მიიპყრო მსოფლიო თანამედროვე დიზაინერთა ყურადღება და მაღალი მოდის ნაწილიც კი გახდა. ამ ჩანთების შთაგონებით კოლექცია "ბალენსიაგამაც" კი შექმნა.
ახლა კი, ნიუ-იორკში მცხოვრებმა ნიგერიელმა ხელოვანებმა მას ახალი სიცოცხლე შთაბერეს. ნიგერიელმა დიზაინერმა ჩიომა ობიეგბუმ ჩანთის მასალით სამოსი და აქსესუარები შექმნა.