
Pfizer-ის ვაქცინის კლინიკური ცდის საბოლოო შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი 95%-ით ეფექტურია, - , - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჩატარებულ კლინიკურ ცდაში მონაწილეობა 43 000-მა მოხალისემ მიიღო. აქედან 170 მოხალისის ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ვაქცინა მხოლოდ 8 პირს, დანარჩენს კი - პლაცებო ჰქონდა გაკეთებული, რაც ვაქცინის 95%-იან ეფექტურობაზე მეტყველებს. იმ 10 ადამიანიდან კი, ვისაც კოვიდ 19-ის მძიმე ფორმა განუვითარდა, ვაქცინა მხოლოდ ერთს ჰქონდა მიღებული.
Pfizer- მა განაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტურობა, რომელიც მან გერმანელ პარტნიორთან BioNTech-თან ერთად შექმნა, თანმიმდევრულია სხვადასხვა ასაკობრივ და ეთნიკურ ჯგუფებში. კომპანიის განმარტებით, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში, რომლებსაც ვირუსის განსაკუთრებულად მაღალ რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან, პრეპარატის ეფექტურობა 94% -ს აჭარბებს.
კომპანია პრეპარატის დასამტკიცებლად შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვას უახლოეს დღეებში გეგმავს.
Reuters-ი წერს, რომ ვაქცინის ფართომასშტაბიან გავრცელებას რამდენიმე თვე დასჭირდება, ვინაიდან პირველ ეტაპზე აშშ-ში სამედიცნო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია იგეგმება.
არსებული პროგნოზებით, დამტკიცების შემდეგ ვაქცინის 50 მილიონი დოზა 2020 წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი, 2021 წლისთვის კი ეს რაოდენობა 1.3 მილიარდამდე გაიზრდება.