Bloomberg: რა დაბრკოლება ელოდება ქვეყნებს Pfizer/BioNTech ვაქცინის შეძენის შემდეგ

Image

Bloomberg-ის ინფორმაციით, Pfizer და BioNTech ვაქცინის ტრანსპორტირება საჭიროებს ძვირადღირებული გამაგრილებელი ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც უზრუნველყოფს Pfizer და BioNTech ვაქცინის ზედმიწევნით დაბალ ტემპერატურაზე შენახვასა და ტრანსპორტირებას. ეს კი შეიძლება გახდეს სერიოზული დაბრკოლება მისი გაყიდვისთვის იმ ქვეყნებში, სადაც ვერ შეძლებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.

 

ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპის წარმატებული გავლის შესახებ კომპანიებმა განცხადება 9 ნოემბერს გააკეთეს. ვაქცინის შესანახად საჭიროა ტემპერატურა მინუს 70 გრადუსი ცელსიუსით.

გალღობის შემდეგ ადამიანს ის უნდა შეუყვანონ 5 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინა გამოყენებისათვის უვარგისი ხდება. იმუნიტეტის წარმატებული ფორმირებისათვის თითოეულ პაციენტს უნდა გაუკეთდეს ორი ინექცია.

Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, ეს მომენტი ქმნის მთელ რიგ პოტენციურ პრობლემებს. ვაქცინის წარმოება ძვირადღირებულია, მისი კომპონენტები არასტაბილურია, ტრანსპორტირება მოითხოვს ძალიან დაბალ ტემპერატურას, გალღობის შემდეგ დიდ ხანს არ ინახება.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვაქცინების სპეციალისტის მაიკლ კინჩის თქმით – „ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის შენარჩუნების მოთხოვნამ, შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით ვაქცინის გაფუჭება“

ქვეყნებმა, რომლებმაც გააფორმეს კონტრაქტი Pfizer-ის ვაქცინის მოწოდებაზე, იძულებულები არიან შექმნან ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა მისი ტრანსპორტირების, შენახვისა და გალღობისათვის. ამასთან ისეთი სისტემების შექმნა, რომელიც მოწოდებულია სამედიცინო პროდუქციის ღრმა გაყინვისთვისნულიდანაა დასაწყები.

ამას გარდა, თუ ცალკეული ქვეყნები მაინც შექმნიან ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურას აეროპორტებში და საწყობებს შენახვისათვის, რჩება კითხვა ე.წ. ბოლო მილისთვის- როდესაც საუბარია ბოლო რგოლზე – კონკრეტული პაციენტისთვის ვაქცინის მიწოდებაზე. განსაკუთრებით თუ საუბარია ძნელადმისაღწევ რაიონებზე.

„ქვეყნებს მოუწევთ გადაწყვიტონ საკითხი, რამდენად არიან მზად ამგვარი დანახარჯებისთვის, თუ დაელოდებიან იმ ვაქცინების გამოცდას, რომლის შენახვაც შესაძლებელი იქნება მინუს 20 გრადუსზე“- აღნიშნავს Bloomberg.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !