-
2020-11-12 13:25
მომოღერალი, ნინო ჩხეიძე YOUTUBE გვერდისთვის ახალ კარაოკე ვერსიებს აკეთებს. როგორც მომღერალმა აფხაზეთის ხმასთან თქვა, ტიკ-ტოკზე გაჰიტებულმა სიმღერებმა გადააწყვეტინა, მსმენელს კარაოკე ვერსიები შესთავაზოს.
„გადავწყვიტე ჩემს youtube გვერდისთვის გავაკეთო სიმღერის კარაოკე ვერსიები, თუმცა მანამდეც, დაახლოებით რვა წლის წინ მქონდა გამოშვებული კარაოკე ალბომი, რომელიც გაყიდვაშიც იყო . იმის შემდეგ ჩემს რეპერტუარს ძალიან ბევრი სიმღერა შეემატა, რომელიც ძალიან პოპულარულია და მინდა რომ ამ სიმღერების კარაოკე ვერსიებიც მქონდეს“. - ამბობს ნინო ჩხეიძე.
დავინტერესდით, როდის გამოვა ბოლო დროის ჰიტზე, სიმღერა „მიყვარდა“-ზე შექმნილი კარაოკე ვერსია და როგორც მომღერალმა გვითხრა, ის YOUTUBE გვერდზე ძალიან მალე გამოჩნდება.