-
2020-11-11 13:39
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ Pfizer / BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინის დახმარებით, გაზაფხულზე ცხოვრება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება. - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს
ფართომასშტაბიანი კვლევების პირველი შუალედური შედეგების მიხედვით, სწორედ ეს ვაქცინა 90%-ით ეფექტურია.
ვაქცინის კვლევის მესამე ფაზაში 43 000 ადამიანი იყო ჩართული. გამოცემის ინფორმაციით, კვლევის პროცესში გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
კვლევის პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ ვაქცინის ეფექტურობაში მეცნიერები ბოლომდე დარწმუნებულები არ იქნებიან.
კომპანია Pfizer-ში აცხადებენ, რომ ვაქცინის შესახებ ყველა საჭირო მონაცემების შეგროვება ნოემბრის მესამე კვირამდე გასტანს. შეგროვილი მონაცემები შემდგომ უკვე დასამტკიცებლად შესაბამის ორგანოებს წარედგინებათ. ვაქცინის სწრაფი ლიცენზირების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალისთვის პირველი დოზების მიწოდება წლის ბოლოს მოხდება.