-
2020-09-29 13:26
„მიყვარდა“ - ასე ქვია მომღერალ ნინო ჩხეიძის ახალ სიმღერას , რომლის პრემიერა ხვალ, 30 სექტემბერს მომღერლის ვერიფიცირებულ იუთუბ გვერდზე შედგება.
როგორც მომღერალი აფხაზეთის ხმას უყვება, სიმღერა NIOSTUDIO-ში ჩაიწერა . მუსიკისა და არანჟირების ავტორი ბექა ნიკოლაიშვილია, ხოლო ტექსტი ლაშა მოისწრაფიშვილს ეკუთვნის.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ YOUTUBE არხმა ნინო ჩხეიძეს არტისტის წოდება ე.წ. ნოტა მიანიჭა.
ასე, რომ მომღერლის შესახებ ყველა სიახლეს , მათ შორის სიმღერის პრემიერასაც მისი გამომწერები YOUTUBE არხის მეშვეობით პირველები მოისმენთ.