ილო ბეროშვილი: „ყველაზე ცუდი ქართველი არის გურამ შარაძე“ - მექანიკური შეცდომა იყო

Image

მსახიობისა და ტელეწამყვანის ილო ბეროშვილის მიერ გადაცემა "თვითიზოლაციაში" გაჟღერებულ ფრაზას - „ყველაზე ცუდი ქართველი არის გურამ შარაძე“,  სკანდალი მოჰყვა. 

 

ამასთან დაკავშირებით მსახიობმა დამატებითი განმარტება გააკეთა. 

 

„გუშინწინ ვიყავი გადაცემა თვითიზოლაციაში, სადაც იყო რუბრიკა ბლიც-კითხვები და დაისვა კითხვა: ვინ არის ყველაზე ცუდი ქართველი?

 

ჩემი პასუხი იყო გურამ შარაძე.

 

მოკლედ რაშია საქმე: ეს იყო მექანიკური შეცდომა და რატომ… პაპაჩემი იყო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი (ისიც ილია ბეროშვილი) წლები და ფაქტობრივად, მთელი ბავშვობა მესმოდა ილიაზე ისტორიები განსაკუთრებით, მისი მკვლელობა ძალიან მტკივნეული იყო მაშინ და რომ გავიზარდე კიდევ სხვანაირად, უფრო გააზრებულად…

 

იქიდან გამომდინარე, რომ გურამ შარაძე იკვლევდა ილიას მკვლელობის საქმეს (სხვა ბევრ რამესთან ერთად) თავში ამომივარდა შარაძე, როცა ვაპირებდი, რომ მეთქვა ბერბიჭაშვილი.

 

ბავშვობიდან მისი სახელი ანუ გურამ შარაძის და ის საშინელი მკვლელობა ერთად ხშირად მესმოდა და ამან გამოიწვია ეს შეცდომა!

 

ბოდიშს ვუხდი მის გარემოცვას და ყველას, ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს, ან ვინც უბრალოდ მას პატივს სცემდა.

 

ეს იყო ბლიც-კითხვები და რომ არ მენახა ჩანაწერი, მას შემდეგ რაც შინაურმა მითხრა, რაც ვთქვი შეიძლება ასეც დარჩენილიყო“, – წერს ბეროშვილი სოციალურ ქსელში. 

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !