-
2020-09-24 13:28
Instagram-ის Story-სთვის შესაქმნელი პლათფორმა ავტორიზებული მომხმარებლისთის დიდი ხანია ხელმისაწვდომი გახდა.
არტისტები თავიანთ ნამუშევრებს საკუთარ პროფილზე აქვეყნებენ. საქართველოში კი მომღერალებიდან პირველმა, ნინო ჩხეიძემ წარმოგვიდგინა საკუთარი ფილტრი. როგორც მომღერალი „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში ამბობს , ფილტრზე მისმა შვილმა, მარიკომ იმუშავა .
„ინსტაგრამში ვაქტიურობ ძალიან და სულ მინდოდა საკუთარი ფილტრი მქონოდა. პანდემიის პერიოდში მარიკომ გაიარა გრაფიკული დიზაინის კურსები და გამიკეთა საკუთარი ფილტრი“ - ამბობს ნინო ჩხეიძე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომღერლის ინსტაგრამ ფილტრი რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.


თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30