მაია ცქიტიშვილი - დახმარების ყველა პაკეტი გათვლილია ორივე სეგმენტზე - მოქალაქესა და ბიზნესზე

Image

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი შეაფასა და იმ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის შემოღების დღიდან მიმართა, ესაა - კომუნალური გადასახადების დაფარვა, ბანკებთან შეთანხმებით სესხების გადავადება და სხვა.

 

„ახლა უკვე შემდგომი სამი თვის განმავლობაში გვაქვს შეთანხმება ბანკებთან, რომ ფიზიკურ პირებს კვლავ შესთავაზებენ სესხების გადავადებას. პირველ ეტაპზე, 600 000 - მა ფიზიკურმა და 7 500 - მა იურიდიულმა პირმა ისარგებლა ამ პაკეტით. მეორე ეტაპზე, მოქალაქეთა დახმარების ნაწილში, ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით, 350 000 პირს მიეცემა 1200-ლარიანი პაკეტი, რაც ხელფასის დაკარგვის კომპენსაციაა. ამ კუთხით უკვე 60 000 პირია დარეგისტრირებული და ეს არის მხოლოდ პირველი ნაკადი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, ამას ხედავს შემოსავლების სამსახური. საშემოსავლო დეკლარაციები ბარდება 15 რიცხვისთვის და ჩვენ დავინახეთ, რომ დაახლოებით 60 000 ადამიანმა აპრილში ვერ აიღო ხელფასი. შესაბამისად, ეს მონაცემები გადაეგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს ამ თანხების გაცემას და ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, დღის წესრიგში დგას თვითდასაქმებულთათვის ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემაც და ასეთია ამ ეტაპზე 58 000 ადამიანი, რომლებიც დახმარებას შემდეგი კვირიდან მიიღებენ. რაც შეეხება სექტორალურ პაკეტებს, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეთავაზებები უკვე გაკეთდა ფერმერებისა და ტურიზმის სექტორისთვის, ახლო მომავალში კი მსგავს ინიციატივებს მოისმენენ სამშენებლო და სამედიცინო სფეროების წარმომადგენლები.

„ჩვენი ყველა პაკეტი ემსახურება ორივე სეგმენტს - მოქალაქეზეც არის ორიენტირებული და გათვლილია ბიზნესზეც, რომელიც ამ სფეროშია ჩართული. შთამბეჭდავი პაკეტი იქნება დეველოპმენტის შემთხვევაში, რადგან ეს არის სფერო, სადაც დასაქმებულია ათასობით ადმიანი, ისევე როგორც - სამედიცინო სექტორში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !