როგორ მუშაობს გერმანული სავაჭრო ცენტრი პანდემიის პირობებში და რა სიახლეებს სთავაზობს ის მომხმარებლებს

Image

ახალი კორონავირუსის მოულოდნელმა ტალღამ თითქმის ყველა ბიზნესი აიძულა, გადაეხედა იმ ფასეულობების იერარქიისა თუ პრიორიტეტებისთვის, რომლებიც მათ ახალ რელსებზე გადაიყვანდა და ნაკლებ ეკონომიკურ ზარალს მიაყენებდა.


რადიო "აფხაზეთის ხმა" დაინტერესდა თუ როგორ მოერგო ახალ რეალობას გერმანული სავაჭრო ცენტრი და რა სიახლეებს სთვაზობს ის მომხმარებლებს.
ჩვენი ჟურნალისტი, კომპანიის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერ, მარიამ პაკაცოშვილს ესაუბრა.
როგორც პაკაცოშვილი რადიო აფხაზეთის ხმასთან საუბარში ამბობს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში გერმანულმა სავაჭრო ცენტრმა არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ დროულად გადაწყობა და თანამშრომლების შენარჩუნებაც შეძლო.

,, მსოფლიო პანდემიის პირობებში გერმანულ სავაჭრო ცენტრსაც ცხადია მოუწია მყისიერი ზომების მიღება და ციფრული ტრანსფორმაცია. ვიდრე ონლაინ ვაჭრობა აიკრძალებოდა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით ვემსახურებოდით და სრულიად უსაფრთხოდ ვაწვდიდით შეძენილ პროდუქციას.
მწვავე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ერთიანი ძალებით და რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან ბიზნესის გადარჩენის კუთხით გადადგმული ნაბიჯებით შევძელით გავმკლავებოდით სხვადასხვა სირთულეებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნეთ თანამშრომლები, რომლებთან ერთადაც უკვე გახსნის დღიდან ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას.“

როგორც კომპანიის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი რადიო აფხაზეთის ხმასთან საუბარში ამბობს, მიუხედავად სააზღვრების ჩაკეტვისა გერმანულ სავაჭრო ცენტრს დღემდე აქვს მარაგი, რომ ერთგულ მომხმარებლებს სიახლე შესთავაზოს. მისივე თქმით, გაუფასურებული ეროვნული ვალუტის მიუხედავად პროდუქციაზე ფასი არ მომატებულა და გაძვირება არც მომავალში იგეგმება.

,,ახალ, საკმაოდ რთულ რეალობასთან ადაპტაციის პირობებში ჩვენი კომპანია აგრძელებს საქმიანობას და ამასთან, ცდილობს, დაეხმაროს ვირუსის შედეგად განსაკუთრებულად დაზარალებულ ადამიანებს.
გერმანული სავაჭრო ცენტრი მუდმივად ცდილობს მომხმარებლების წახალისებას. დღემდე თითოეულ მათგანს ვთავაზობთ მინიმუმ 10 პროცენტიან ფასდაკლებას ავეჯის სრულ კოლექციაზე, ასევე გათმაშებებსა თუ სხვა საინტერესო აქციებსა და ფასდაკლებებს.“


რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !