პარლამენტში შესაძლოა, ორი კომიტეტი გაუქმდეს

Image

პარლამენტში კომიტეტების რაოდენობა 15-დან 13-მდე შესაძლოა, შემცირდეს. ამის შესახებ რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტშია აღნიშნული.

 

კანონპროექტის თანახმად, უქმდება აგრარულ საკითხთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტები. კულტურისა და დიასპორის საკითხები ერთიანდება სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ქვეშ. აქედან გამომდინარე იცვლება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასახელება და მისი სახელწოდება განისაზღვრება როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასახელებაში სიტყვა უშიშროება იცვლება უსაფრთხოებით. სახელწოდება ეცვლება საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტსაც.

ცვლილებების თანახმად, პარლამენტში შემდეგი კომიტეტები ჩამოყალიბდება:

ა) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;

ბ) განათლების და მეცნიერების;

გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;

დ) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის;

ე) ევროპასთან ინტეგრაციის;

ვ) თავდაცვისა და უსაფრთხოების;

ზ) იურიდიულ საკითხთა;

თ) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის;

ი) საგარეო ურთიერთობათა;

კ) საპროცედურო საკითხთა და წესების;

ლ) საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა და აუდიტის;

მ) კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა;

ნ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა;

„აღსანიშნავია, რომ კომიტეტთა რაოდენობა და მათი დასახელება 15 წელზე მეტია არ შეცვლილა. დღეს არსებული გამოწვევებიდან და რეალობიდან, ასევე საპარლამენტო საქმიანობის ანალიზიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ მოხდეს საპარლამენტო კომიტეტების რაოდენობის შემცირება,” - აღნიშნავენ კანონპროექტის ინიციატორები.

გარდა ამისა, ცვლილება შედის რეგლამენტის 34-ე მუხლში, რომლის თანახმად ორ კომიტეტში გაწევრებულ პარლამენტის წევრს, ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემთხვევაში მეორე კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ორივე კომიტეტის სხდომა იმართება ერთ დღეს და მათგან ერთი სხდომა მაინც გასვლითია.

ცვლილებების პროექტის ინიცირება 27 მაისის ბიუროს სხდომაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა ავტორებმა კანონპროექტი უკან გაიწვიეს და განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებათა პაკეტის ახალი ვერსიის ინიცირებას მოახდენენ. პარლამენტში ამბობენ, რომ კანონპროექტი დაკორექტირდება, თუმცა ძირითადი შინაარსი შენარჩუნდება.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !