
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და ვეტერანებს სურსათ-პროდუქტები გადასცეს, - აღნიშნულის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.
როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, პარლამენტის სახელით შეძენილი ნობათი 149 ადამიანს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ 14 ვეტერანს გადაეცა. ქართული წარმოების პროდუქტები, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით დაფასოვდა და დარიგდა.