შს მინისტრი: არაა გამორიცხული, მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდეს

Image

ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავში არსებულ ფარული ჩანაწერების გამო პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს  ბრალი დაუმძიმდეს. 

 

ამის შესახებ შს მინისტრმა გადაცემა "პოზიციაში" გააკეთა: 

 

"ბუნებრივია, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას იმის თაობაზე, თუ ვინ წარმართავდა ამ ყველაფერს, ვინ იყვნენ იდეოლოგები. იმ წლების განმავლობაში, რომელშიც ის ვიდეოჩანაწერებია გადაღებული, შს მინისტრი იყო სწორედ ვანო მერაბიშვილი, ადამიანი, რომელზეც დღეს შექმნეს მითი. სინამდვილეში ის ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ადამიანის ნების და მისი უშუალო თანხმობის მიცემის გარეშე ვინმე გაბედავდა მსგავსი არაადამიანური ქმედების განხორციელებას? ესაა აბსურდი და მიზანმიმართული კამპანია, რომ მერაბიშვილი როგორმე გაამართლონ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა", - აღნიშნა შს მინისტრმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ფარული ჩანაწერების ჩვენების შესახებ გადაწყვეტილება იყო განპირობებული სურვილით, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, რა ხდებოდა რეალურად: 

 

"ალბათ გახსოვთ, კრიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ მითია, თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება ადამიანებს აწამებდა და აუპატიურებდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე დაგვემტკიცებინა, თუმცა მას ამის დამტკიცება არც სჭირდება. ეს გავაკეთეთ თქვენთვის, კრიტიკოსებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რა თქმა უნდა. მიზანი მარტივია, ჩვენ გვესმის გაუგებარი კრიტიკა და ვანო მერაბიშვილი ლამის წმინდანად შერაცხეს, თითქოს ისაა პოლიტიკური დევნილი და წამებული“, - თქვა შს მინისტრმა „პოზიციაში“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !