
ნატოს რამდენიმე ქვეყანა 10 მარტიდან შავ ზღვაში სამხედრო სწავლებას იწყებს, – ამის შესახებ უკრაინელი ექსპერტი დიმიტრი ტიმჩუკი იტყობინება.
„ინფორმაციული წინააღმდეგობის“ ცნობით, 10 მარტს აშშ–ის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო–საზღვაო ნაწილები შავი ზღვის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში სამხედრო სწავლებას იწყებენ. სწავლება უშუალოდ უკრაინის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს ჩატარდება.
ტიმჩუკი აცხადებს, რომ სწორედ ამ პროცესს უკავშირდება რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ფლაგმანის „მოსკვას“ დისლოკაციის ადგილის შეცვლა და მისი გადაადგილება მატერიკული უკრაინის საზღვრების მიმართულებით:
„ამით რუსეთს სურს, დაადასტუროს თავისი სამხედრო მყოფობა ამ სწავლების ზონაში“, – აცხადებს ექსპერტი.