-
2013-06-17 22:23
პრეზიდენტმა დღეს სტუდენტები რეზიდენციაში მიიღო და განათლების სისტემაზე ისაუბრა. "სადაც არის განათლება და პროგრესი, იქ არის თავისუფლება. ნებისმიერი მთავრობა, თუ მომავალზე არის ორიენტირებული, უნდა იღწვოდეს, რომ მეტი განათლება მისცეს მომავალ თაობებს.
მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ყოველთვის კრიტიკული ვიყავი ჩვენი განათლების სისტემის, იმიტომ რომ ყოველთვის მეტი მინდა, ცა და დედამიწაა, რასაც მიაღწია ჩვენმა განათლების სისტემამ იმასთან შედარებით, რაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია.
იმ ქვეყნებში ჯერ არის საბჭოთა კავშირი, თავისი პროფესორებით, თავისი პროფესორებთან დამოკიდებულებით, თავისი პროგრამებით. ეგრევე უტყუარად შეგიძლია, საბჭოთა კავშირის სუნი იგრძნო იმ ჩამყაყებულ შენობებში.
ძალიან ცუდი სუნი აქვს საბჭოთა კავშირს, აღარ გვინდა, უნდა გავანიავოთ და ბოლო წლები სწორედ ამას ვაკეთებთ, რომ გაუვიდეს საბჭოთა შმორი ჩვენს საუნივერსიტეტო შენობებს.
და ის იყო, უკვე განიავებული უნდა გვქონოდა და ფანჯრები მოგვეკეტა და კლიმატ კონტროლზე გადაგვეყვანა, თავზე დაგვატეხეს ეს კანონი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.