-
2013-06-17 22:20
საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე სერიოზულ მონიტორინგს საჭიროებს და ამის შესახებ დიპლომატები მიანიშნებენ.
"მერაბიშვილის საქმეს თვალს ყურადღებით ვადევნებთ. მისი ადვოკატის პოზიცია ბუნებრივია და მიანიშნებს შეუსაბამობებსა და უზუსტობებზე. ჯერ არ შეგვიძლია, ვისაუბროთ საქმეზე, რომელიც ძიების ეტაპზეა, მაგრამ დიპლომატების მხრიდან აქ ითქვა, რომ ეს საქმე სერიოზულ მონიტორინგს საჭიროებს", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა დღეს შიმშილობა დაიწყო. ის საკანში ტელევიზორის მიწოდებასა და ოჯახის წევრებისთვის მის მფლობელობაში არსებული ქონების მინდობილობით გადაცემას ითხოვს. ამავდროულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მიხეილ მაჭავარიანმა და გიორგი გაბაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ვანო მერაბიშვილის ქონების დაყადაღებითა და მისი საბანკო ანგარიშების გაყინვით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მდაბიური ხერხებითა და მეთოდებით ებრძვის ვანო მერაბიშვილს. ამასთან, ორივე ლიდერმა ვანო მერაბიშვილს კიდევ ერთხელ უწოდა „ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი“.