
საპარლამენტო უმცირესობის წევრი „ნაციონალკური მოძრაობიდან“ დავით საყვარელიძე შსს-ს გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტაციის მიხედვით შექმნილი გეგმის გამჟღავნებაში ადანაშაულებს.
მისი განცხადებით, შსს-ს მიერ აღმოჩენილი „სამალავები“ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის გამიზნული გეგმის ნაწილია, რომელიც იმ შემთხვევაში უნდა ამოქმედებულიყო, თუკი მტერი რომელიმე სამხედრო ბაზას თავს დაესხმოდა. ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრი აღნიშნავს, რომ სამალავში შსს-მ „სუბოტექსი“ და დღიურები ჩაყარა და ისინი მხოლოდ ამის შემდეგ „აღმოაჩინა“.
სამალავების აღმოჩენის ფაქტს პარალემენტის წევრი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:
“რახან ნამუსი არ აქვთ და გაასაჯაროვეს, რაღაც გაუგებარი და ბინძური პიარის ხელოვნურად შესაქმნრლად, იძულებული ვართ გითხრათ, ის რაც პროფესიონალებმა გამანდეს:
იარაღის და ტყვია-წამლის საწყობები გასულ წლებში იყო საგანგებოდ შეძენილი თავდაცვის სამინისტროს მიერ, განკუთვნილი იყო შემოვლითი გზების (ტყეების, ბილიკების) გამოყენებით სპეცდანიშნულების შენაერთებისთვის, დამტკიცებული საიდულმო გრიფით დოკუმენტებით, რომლებიც ინახებოდა და ინახება თავდაცვის სამინისტროში,“- წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე ,,ფეისბუქ“ გვერდზე. და იქვე დეტალებზე საუბრობს:
,,საომარი მოქმედებების დროს ეს იარაღი უნდა გამოეყენებინა სამხედრო შენაერთებს ქალაქიდან, ქალაქში გადაადგილების დროს, იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა თავდასხმა რომელიმე სამხედრო ბაზაზე... სამწუხაროც აღარაა უკვე, საგანგაშოა, როდესაც სახელმწიფო საიდულმოების გახმაურება ხდება და ასე ბინძურად გამოყენება ისევ და ისევ ე. წ. "თალიბების ვიდეოები"-ს ირგვლივ მიმდინარე გამოძიების გადასაფარად.
სამალავში იარაღს ჩააყარეს სუბოტექსები, დღიურები და რაღაც გაუგებარი ვიდეოფირები, რითაც დასაცინად გაიხადეს თავი ოკუპანტების წინაშე, პირველ რიგში. იმ დროს როდესაც შსს დაკავებულია საქართველოს სახელმწიფოს მიერ თავის დასაცავად შექმნილი სამალავების ვითომდა აღმოჩენით და შიგნით სუბოტექსის ჩაყრით, იმავე დროს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ორსანტიაში გადმოდიან 14 კაციანი ჯგუფით რუსები და სრულიად დამამცირებლად ატარებენ სოფლის ჩხრეკას!
რაზედაც ვღებულობთ სახელმწიფო რეაქციას "შეიძლება ითქვას ზედილობიანად იქცეოდნენ ოკუპანტებიო"...!!! რა იყო აქ აღმოსაჩენი, ერთი გამაგებინეთ! შეიძლება სამოქალაქო პირებისთვის ეს იყოს საიდუმლო, მაგრამ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ეს ინფო პირველივე დღიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი! სამარცხვინოა... ასე დანგრევა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის!” - წერს დავით საყვარელიძე.