
104 წლის ამერიკელი ვეტერანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჩატარებულმა ტესტირებამ მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინა. მისი ექიმების განცხადებით, მას
კორონავირუსი მსუბუქი ფორმა ჰქონდა და რესპირატორული სიმპტომები არ განუვითარდა.
იგი კორონავირუსისგან ამ კვირას, თავისი 104-ე დაბადების დღის წინ გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 278 458 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 7 159
ადამიანი კი გარდაიცვალა.