
მომდევნო რამდენიმე დღეში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ერთ მილიონს მიაღწევს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი კი 50 ათასამდე გაიზრდება, - ამის შესახებ დღეს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„კორონავირუსის პანდემიის უკვე მეოთხე თვეა და ღრმად შეშფოთებული ვარ ინფექციის სწრაფი გავრცელებით გლობალურ დონეზე. ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვის თითქმის ექსპონენციალური ზრდა ვიხილეთ, რამაც თითქმის ყველა ქვეყანასა და ტერიტორიას მიაღწია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი გაორმაგდა. უახლოეს დღეებში ჩვენ მივაღწევთ 1 მილიონამდე დადასტურებულ შემთხვევას, ხოლო დაღუპულთა რიცხვი კი 50 ათასამდე გაიზრდება“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.