
საქართველოში ევროკავშირის ყოფილ ელჩს პერ ეკლუნდს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ დიპლომატმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
ყოფილი ელჩის თქმით, მას პნევმონიაც აქვს, თუმცა სიცხემ დაუწია, რაც გამოჯანმრთელების იმედს აძლევს.
პერ ეკლუნდი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას 2006 წლიდან 2009 წლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.