
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 590 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელ ანჯელო ბორელიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 812 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1648 ადამიანს კი ინფიცირება დაუდგინდა.