თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუს
„კოვიდ-19“-ით ინფიცირების სულ 9 217 შემთხვევა.
თურქეთის ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენის შესახებ 11 მარტს განაცხადა.