-
2020-03-29 19:29
მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე ფაქტობრივად კლინიკაში ცხოვრობენ.ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორი ქალბატონი, კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია და ქალბატონი მარინა ენდელაძე, ბოქსირებული განყოფილების გამგე, უშუალოდ ვის განყოფილებაშიც ინფიცირებული ადამიანები წვანან. ეს ორი ადამიანი, რაც პაციენტების შემოსვლა დაიწყო, სულ სამჯერ-ოთხჯერ იყვნენ სახლში, დანარჩენი კლინიკაში ცხოვრობენ“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.