საქართველოში კორონავირუსის 91 შემთხვევა დადასტურდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4717 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 პაციენტი რჩება.