
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სთხოვს, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.
" ჯერ კიდევ არ არის სრულად დაცული სოციალური დისტანციები- ლისის ტბაზე, კუს ტბაზე.. ზოგი იკრიბება ერთად. არ არის ეს ერთი თვე საჭირო სახლებში 10-20 კაციანი სუფრები, გვიყვარს ქართველებს, კი, რა სჯობია.. მერე, მე დაგპატიჟებთ და ერთად წვიდეთ სადმე, როცა დამთვრდება ეს ეპიდემია, სიამოვნებით, ვიმხიარულოთ. მაგრამ ეხლა, თვენახევარი, ორი თვე, გავიჭირვოთ სუყველამ, ვიყოთ იზოლირებულები, განსაკუთრებით, ჩემი ასაკის ადამიანები. მე არ შემიძლია ახლა იზოლაციაში ყოფნა, საჭირო ვარ ჯერ, თორემ წავიდოდი მეც, კარგი სასტუმროებია საკარანტინო, მაგრამ არ შემიძლია"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.