
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. Wordlometers-ის მონაცემებით, ინფიცირებულია 513 213 ადამიანი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკურ რუკაზე კი ჯერ მხოლოდ 510 108 შემთხვევაა ასახული.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსისგან გარდაიცვალა 23 098, გამოჯანმრთელდა — 122 245 პირი.