
ვფიქრობთ ორსულის ინფიცირება მარნეულის კლასტერს უკავშირდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.
„მიმდინარობს აზერბაიჯანული ენის მცოდნის მოძიება, რათა კარგად გავერკვეთ, რაშია საქმე. რაც გავიგეთ, ის არის, რომ იცნობს იმ ოთხ მარნეულელ ქალბატონს, რომლებიც 62 წლის ინფიცირებული ქალის შემდეგ თბილისში სამკურნალოდ გადმოიყვანეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შემთხვევა უკავშირდება მარნეულის კლასტერს. ჩვენთვის უცნობია, სად მოხდა მისი დაინფიცირება. როგორც ვიცით, მან საზღვარი 15 მარტს გადმოკვეთა და ინფიცირების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. შესაძლოა აზერბაიჯანიდან ჩამოიტანა“, - განაცხადა ტურძელაძემ.