
ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელისუფლებო გამოცემა TASS ავრცელებს.
"სპეკულაციები ჩვენი დიაგნოსტიკური სისტემის წარუმატებლობის შესახებ მიუღებელია. უფრო მეტიც, მათი მხრიდან, ვინც საკუთარ თავს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტს უწოდებს. ჩვენმა ტესტებმა მაღალი ხარისხი აჩვენა ჩინეთში, ირანში და მიწოდებულია იტალიისთვის. ჩვეულებრივმა ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი მზად იქნება აშშ-საც დაეხმაროს, როგორც ეს არაერთხელ შეუთავაზებია კალიფორნიის ხანძრების დროს", — ნათქვამია ანტონოვის განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების 55 ათასი შემთხვევა გამოვლინდა