აშშ-ის ერთერთ კოლეჯთან შაშხანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ ოთხი ადამიანი მოკლა

Image

წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა აშშ-ში, ლოს-ანჟელესის ერთერთ გარეუბანში სროლის შედეგად, რომელიც 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა წამოიწყო.

 

ამის შესახებ CNN იუწყება.

 

სანტა-მონიკას საუნივერსიტეტო დასახლებაში შავ ჯავშანჟილეტში ჩაცმულმა ახალგაზრდამ თავდაპირველად ორი ადამიანი სახლში მოკლა, შემდეგ კი ქუჩაში გამოვიდა და კოლეჯისკენ გაემართა, გზაში კი კიდევ ორი ქალი გამოასალმა სიცოცხლეს. თავდამსხმელი შაშხანით იყო შეიარაღებული.

 

თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მანქანების მიმართულებით ისროდა და განსაკუთებული მონდომებით იღებდა მიზანში ისეთ მანქანებს, რომელთაც ქალები მართავდნენ. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი კოლეჯთან მიახლოების შემდეგ ბიბლიოთეკაში შევიდა და უმისამართო სროლა ატეხა, თუმცა, არავინ დაზარალებულა.

 

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ამის შემდეგ პოლიცია შევიდა ბიბლიოთეკაში და თავდამსხმელთან ორმხრივ სროლაში ჩაება, რა დროსაც მისი ლიკვიდაცია მოხდა. ძალოვნები არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად სად მოხდა თავდამსხმელის ლიკვიდაცია. “როიტერის” გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ მისი ცხედარი ტროტუართან გდია.

 

ადგილობრივმა პოლიციამ უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ტრაგედიის დროს 7 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიის ადგილი, სანტა მონიკას კოლეჟი რამდენიმე კვარტლითაა დაშორებული იმ ადგილიდან სადაც ბარაკ ობამამ საქველმოქმედო საღამო ჩაატარა, თუმცა, კავშირი ობამას ვიზიტსა და ზემოთმოყვანილ თავდასხმებს შორის დადგენილი არ არის.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !