უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ყირიმ-ყუბანის მხრიდან საბორნე გადასასვლელიდან უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში შესასვლელად მომდგარი ბორნის „ეისკის“ შემოწმებისას უკრაინელმა მესაზღვრეებმა მიკროავტობუსში ავტომატითა და რამდენიმე პისტოლეტით შეიარაღებული შვიდი პირი აღმოაჩინეს, რომლებმაც უკრაინაში იარაღის შეტანის ნებართვა ვერ წარმოადგინეს. შეიარაღებულებმა უგულებელჰყვეს მესაზღვრეები მოთხოვნა, არ შეეტანათ იარაღი უკრაინაში.
შეიარაღებული პირები გამშვებ პუნქტში შეიჭრნენ, მესაზღვრეები გააძევეს და საბრძოლო პოზიციები დაიკავეს.
მომდევნო ბორნით ყირიმ-ყუბანის გამშვებ პუნქტში სამი სატვირთო КАМАЗ შევიდა, მის ძარაზე შეიარაღებული პირები ისხდნენ, რომლებიც უკრაინაში შეიჭრნენ.