-
2020-02-23 09:00
ოპოზიცია 4 აპრილს დაგეგმილი მასშტაბური აქციისთვის ემზადება.
"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები რუსთაველის მეტროსთან
საინფორმაციო აქცია-პერფორმანსს მართავენ და მოქალაქეებს ფლაერებს ურიგებენ.
„ნუ დაემსგავსები ბრეჟნევს, იყავი თავისუფალი - დღეს საქართველოში ჩვენ ვიცით, რაც ხდება -
ბიძინა ივანიშვილმა საქართველო დაამსგავსა საბჭოთა ხელისუფლებას. სასამართლომ უვადოდ
დაგვინიშნა თადუმაძე, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს, ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო
დაამსგავსა ჩეკას. ვისაც ჰგონია რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს აკეთებს, გამობრძანდეს 4 აპრილს,
4 საათზე ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად“, - განაცხადა ცოტნე ვადაჭკორიამ.
ოპოზიცია 4 აპრილს 4 საათზე ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს. სწორედ ამ აქციაზე წარადგენს
იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.