„გუშინ ნაციონალებმა იტალიაში კონცერტი ჩამიშალეს“ - თემურ თათარაშვილი

Image

მომღერალი თემურ თათარაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

 

„გუშინ იტალიიდან ჩამოვედი და გული მაქვს გახეთქილი თურმე ისეთი საშინელება გვჭირს.სამარცხვინოა რაც მოხდა და არც მჯერა რომ ეს მე გადამხდა თავს. ჩვენი ემიგრანტები ჩემთვის უძვირფასესი ხალხია.მე ვიცი რასაც ნიშნავს როცა იძულებული ხარ მოწყდე საკუთარ ქვეყანას და სხვაგან იპოვო თავშეფარი და ლუკმა შვილებითსვის.ამიტომ ყოველთვის სიხარულით ჩავდივარ ჩვენს ემიგრანტებთან და ვატარებ კონცერტებს.ასეთი სამარცხვინო რამ არასდროს მომხდარა აქამდე და მივხვდი რა ცუდადაა ჩვენი საქმე.დიდი ხნის შეთანხმებული კონცერტი მხოლოდ იმის გამო დაზარალდა რომ ეს ასე მოინდომეს იმ ბოროტი ძალების მხარდამჭერებმა რომელსაც ყველამ ერთად ვუთხარით უარი 2012 წელს და გავაძევეთ ხელისუფლებიდან.
მთელი ცხოვრება ჩემს ქვეყანას ვუმღერი.რამდენიმე წლიანი იძულებითი წასვლის გარდა აქაურობა ვერადროს დავტოვე.ეს მხოლოდ ერთხელ იყო,როცა ბოროტმა ძალამ დაიპყრო ჩვენი ქვეყანა და ვინც არ დაემორჩილა ან მოკლა და ან ციხეში ჩაყარა.ამიტომ მოვიარე მეც ჯერ ციხე და შემდეგ ემიგრაცია.2012 წელს მიხაროდა ამ ბოროტი ძალის დამარცხება და ვფიქრობდი,რომ ჩემს ქვეყანაში ახალი და სიკეთით სავსე ცხოვრება დაიწყებოდა.თურმე სად ვარ…დასრულდა კი არა სწორედ მაშინ დაწყებულა ამ ბოროტებისთვის ყველაზე კომფორტული ეპოქა.
გუშინ ნაციონალებმა იტალიაში ერთი კონცერტი ჩამიშალეს-კიდევ კარგი რო რეჯო ემილიაში ჩატარდა და ამ ქალაქის მაცხოვრებლებზე არ იმიქმედა დაშინებამ და შანტაჟმა. დააშინეს ემიგრანტები რომ დაასმენდნენ და დეპორტაციით დაემუქრნენ.ყველასთვის გასაგებია,როგორი მძიმე იქნებოდა ამ მუქარის იგნორი და ჩემი კონცერტის გამო საკუთარი ოჯახხების საფრთხის ქვეშ დაყენება.და ასეთ ბოროტ ძალას მთავარ ოპოზიციად ამკვიდრებს ქართული ოცნება.
ოცნებას მინდა მივმართო: როდესმე თუ ისწავლით კარგის და ცუდის გარჩევას და როდესმე თუ მოეშვებით საკუთარი მხარდამჭერები ხარჯზე მტრის გაძლიერებას?ნაციონალები იმით მაინც გჯობდნენ რომ საკუთარ თითოეულ მხარდამჭერს უფრთხილდებოდნენ და სულს უბერავდნენ.ყველა დასაქმებული ყავდათ და მათი ინტერესები ბოლომდე გქონდათ.თქვენ კი ყოველდღიურად მხოლოდ იმის გამო კარგავთ მხარდამჭერებს,რომ ძაღლებივით ექცევით,ისევ ნაციონალებს ასვამთ თავზე და ვინც იმ ბოროტების დროს იყო კომფორტულად,ისევ იმათ პატრონობთ ჩვენს ხარჯზე.
როგორი სიხარულით დავბრუნდი მაშინ ემიგრაციიდან,მაგრამ თურმე რა ტყუილად მიხაროდა-ყოველდღე მხოლოდ იმას ვუყურებ,როგორ აწინაურებთ და გულში იხუტებთ ისევ იმათ,ვინც თქვენს მტრებთან თანამშრომლობდა და როგორ წირავთ ჩემნაირებს,ვინც იმ ხელისუფლებას ყავდა გაწირული.ვზივარ ახლა უმუშევარი,კონცერტებს ისევ ნაციონალები მიშლიან და დაცვის ნაცვლად არც ერთ თქვენგანს ამბავიც არ მოუკითხავს ჩემი არასდროს.ყოჩაღ,ასე გააგრძელეთ!მაგრამ არც ის დაივიწყოთ რა მალე მოდის ახალი არჩევნები… “

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !