თბილისის ზოოპარკში ცხოველებმა "შაურმა" დააგემოვნეს (ფოტო)

Image

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ფოტოებს და პოსტს აქვეყნებს.

როგორც მათი მონათხრობიდან  ირკვევა, ადმინისტრაციამ აფრიკული მოხატული ძაღლების სადილს შაურმის ფორმა მისცა და

მტაცებლებს ისე მიართვეს.

 

“ბოლო წლების განმავლობაში შაურმამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ კულინარიულ სამყაროში.

ყველაზე უწუპუწუ გურმანებიც კი დადებენ-ხოლმე შიგადაშიგ პოსტებს, ნახეთ, რა დამემართა, რა დღეში ჩავვარდი,

რა შაურმა ჩავიფინეო. თან ვიშვიშებენ, ოხრავენ და თან მუცლებზე ხელებს იტყაპუნებენ.

 

დღეს ზოოპარკულ შაურმას წარმოგიდგენთ. იდეაში, უბრალოდ აფრიკული მოხატული ძაღლების გამხიარულება

გვინდოდა განსხვავებულად მირთმეული სადილით, მაგრამ ისეთი ნივთი შემოგვეკეთა, ვოლიერთან რომ ჩამოგეარათ

ამ დროს, უსათუოდ გაიფიქრებდით, ზოოპარკში საშაურმე გაუხსნიათო.

ფოტოებიდანაც მშვენივრად მიხვდებით, მოეწონათ თუ არა. წიოკით დაესიენ და მანამ არ მოეშვნენ, სანამ ბოლო

ლუკმა არ შემოაბრდღვნეს. მერე ალბათ ისინიც ვიშვიშებდნენ, ოხრავდნენ და მუცლებზე თათებს იტყაპუნებდნენ.

აუცილებლად გამოჩნდება ახლა ვინმე, ვინც იტყვის, ფუი, ფუი, როგორ არ მიყვარს ეს ცხოველები, რა უსიამოვნოები

და ბოროტები არიანო. ჰო, ესეც კიდევ ერთი სტერეოტიპი. თუ ფუმფულაა, მსუქანა და ღილებივით თვალები აქვს,

გვიყვარს და თუ ცოტა განსხვავებული გარეგნობით გამოირჩევა, მაშინვე დაუკავშირებს ჩვენი წარმოსახვა რაღაც სიავეებსა

და მავნებლობებს. არადა, ძალიანაც საყვარელი, გონიერი და საინტერესო ცხოველები არიან.

ჰოდა, ნურასოდეს შეაფასებთ მხოლოდ გარეგნობის მიხედვით ნურც ცხოველებს და ნურც ადამიანებს.

P.S. არადა, შაურმაზე ვსაუბრობდით და ბოლოს რა დიდაქტიკური დამოძღვრა გამოგვივიდა… ”

 

 

444444-2020-02-18_12-00-46_694507-1.jpg

 

99999-2020-02-18_12-00-45_347300-2.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !