მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.
მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია.
დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდება.
სამების საკათედრო ტაძარში წირვას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და
სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.