
ბელიაშვილის ქუჩის 121 ნომერში, თბილისის მერიის დასუფთავების საწყობში, ხანძარია.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს , ხანძარი საწყობში გაჩნდა, ცეცხლი უკიდია მუყაოს
ყუთებსა და საბურავებს.
ხანძარი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ხანძარი დაახლოებით 4 ის ნახევარზე გაჩნდა.
დიდუბის გამგებელი ამბობს, რომ ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.