საქართველოს რომელ გზებზეა შეზღუდული მოძრაობა

Image

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით

მაღალმთიან რეგიონებში, რამდენიმე დღეა ინტენსიური თოვაა. გზის გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით

აქტიურად მიმდინარეობს.

 

ამ დროისთვის, თოვლისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები:

 

 მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის

მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი

სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის

მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი

გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და

კოორდინაცით განხორციელდება.

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138-კმ158

(ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის

მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი)

მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ52-კმ62

მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ხაშური-ახალციხე-ვალეს(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური)

მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ107 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი,

ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

თავისუფალია.

 

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის

საავტომობილო გზის კმ10-კმ21 (ძევრი-ტყიბული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი

ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის

მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე

ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ25-კმ47 (წყალთაშუა-საირმე) მონაკვეთზე,

აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების

მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების

გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე საავტომობილო

გზის კმ1-კმ25 (საღორია-წყალთაშუა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ105 (ფარავანის უღელტეხილი)

მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ25-კმ126

(ძეძილეთი-მელე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ა

დგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა

თავისუფალია. ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ25 მონაკვეთზე (წყალტუბოს გადასახვევი-ძეძილეთი)

ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 

კმ30-კმ171 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის

და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის

მოძრაობა თავისუფალია. ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის

მოძრაობა თავისუფალია.

 

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის

კმ1-კმ149 (ჭომა-შოვი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის

მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი

ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო

ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ26-კმ33 (ქვაბღა-ჩხაკაურა) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი

გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ28 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის

ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ37-კმ80 (ქედა-ხულო) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი,

ნახევრადმისაბმელიანი და სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის

მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე

ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

საავტომობილო გზების დეპარატმენტი მოუწოდებს მძღოლებს, დაემორჩილონ გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს

და იმოძრაონ ზამთრის შესაბამისი საბურავებით.

რედაქტორის რჩევით

უჰანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

2020-02-18 22:07
უჰანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი კორონავირუსისგან  დღეს გარდაიცვალა.

ძარცვის მცდელობა და ფიზიკური შეურაცხყოფა - ნათაძის ქუჩაზე

2020-02-18 19:37
ძარცვის მცდელობა და ფიზიკური შეურაცხყოფა-ორ ქალბატონს ჯერ ფული მოსთხოვეს, უარის მიღების დროს  კი...

თვალისმომჭრელი კადრები -თოლიების ზღვა ბათუმის სანაპიროზე (ფოტოები)

2020-02-18 18:04
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბათუმიდან შთამბეჭდავ ფოტოებს ...

თბილისის ზოოპარკში ცხოველებმა "შაურმა" დააგემოვნეს (ფოტო)

2020-02-18 17:07
თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ფოტოებს და პოსტს აქვეყნებს. როგორც მათი...
რჩეული ვიდეოები

„მიცვალებულებისთვის სანთლის ასანთები ფული არ მაქვს“ - ხანძრის შედეგად გარდაცვლილების ბებია (ვიდეო)

2020-02-14 11:11
ბაღდათში, ხანძრის შედეგად  გარდაცვლილი ორსული ქალისა და ოთხი ბავშვის ბებია დახმარებას ითხოვს. ...

ბრიტანეთს თავს ქარიშხალი "სიარა" დაატყდა (ვიდეო)

2020-02-09 20:24
ბრიტანეთს თავს ქარიშხალი "სიარა" დაატყდა.

ელისო ვირსალაძე ბუნიათიშვილზე: ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, საშინელებაა (ვიდეო)

2020-02-09 17:45
ხატია ბუნიათიშვილი ელისო ვირსალაძემ გააკრიტიკა და თქვა, რომ ბუნიათიშვილს კლასიკურ მუსიკასთან...

რუსეთის ტელევიზია:კორონავირუსი ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა შექმნილი

2020-02-07 17:07
რუსული ტელევიზიის, პირველი არხის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეყრდნობა კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

დღის ვიდეო

ვალუტა

1
EUR
 - 
3.1010
0.0094
100
RUB
 - 
4.4902
0.0381
1
USD
 - 
2.8631
0.0047

გუშინ:

ჰიტები:2007 უნიკალური:1425

მიმდინარე:

ჰიტები:174 უნიკალური:150