
ბაღდათში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ორსული ქალისა და ოთხი ბავშვის ბებია დახმარებას ითხოვს.
ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
“ამ გაყინულ ბინაში ვცხოვრობ, ჩემი შვილებისთვისა და შვილიშვილებისთვის სანთლის ასანთები ფულიც არ მაქვს…
აღარავინ დამრჩა სისხლი და ხორცი”, – ამბობს ქეთევან გველესიანი.
ის იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მისი ფეხმძიმე ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი ხანძრის შედეგად დაუღუპნენ.