-
2014-03-02 02:04
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაყდრის, მიტროპოლიტ ონოფრეს წერილს რუსეთის პატრიარქ კირილისადმი მოსკოვიდან პასუხი გასცეს.
მოსკოვისა და სრულიად რუსთა პატრიარქ კირილისადმი მიმართვის პასუხად, სადაც სასულიერო პირი სთხოვდა პატრიარქს, გავლენა მოეხდინა რუსეთის ხელმძღვანელობაზე ყირიმში ჯარის შეყვანასთან დაკავშირებით და არ დაეშვა მოძმე ხალხის სისხლისღვრა, მოსკოვისა და სრულიად რუსთა საპატრიარქოს პრესცენტრმა უპასუხა და განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცი თავისი ბუნებით – მშვიდობისმყოფელია:
„რუსი ხალხი – თავის ისტორიულ ტერიტორიაზე დანაწილებული ერია, რომელსაც აქვს უფლება, გაერთიანდეს ერთ სახელმწიფოებრივ სხეულში“, – აცხადებენ მოსკოვის საპატრიარქოში.
„იმედი ვიქონიოთ, რომ რუსი მეომრების მისია, რომ დაიცვას ამ ხალხის თავისუფლება და თვითმყოფადობა, ასევე მათი სიცოცხლე, არ წააწყდება გააფთრებულ წინააღმდეგობას, რაც მსხვილმასშტაბიან შეტაკებებამდე მიგვიყვანს“.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა ონოფრემ მოსკოვისა და სრულიად რუსთა პატრიარქ კირილს მიმართვა გაუგზავნა, სადაც სთხოვა, გავლენა მოეხდინა რუსეთის ხელმძღვანელობაზე, რათა არ მომხდარიყო „მოძმე უკრაინელი და რუსი ხალხის სისხლიანი დაპირისპირება“.
მიმართვაში ასევე, ნათქვამი იყო, რომ უკრაინა ახლა გადის თავისი უახლესი ისტორიის ყველაზე რთული მონაკვეთს.