მხატვარი ლევან სონღულაშვილი საკუთარ ნახატს ნიკოლოზ აგლაძის დასახმარებლად აუქციონზე გაყიდის, –
ამის შესახებ ინფორმაციას სონღულაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
„შესანიშნავ ადამიანს და მოაზროვნეს, ნიკა აგლაძეს, გადაუდებელი ოპერაციისთვის დახმარება სჭირდება, რისთვისაც,
18 იანვარს, „მწერალთა სახლში“ გამოფენა-აუქციონი იმართება. საშუალება გაქვთ თქვენ კოლექციას ჩემი ნამუშევარი
შემატოთ, ხოლო თანხა მის გამოჯანმრთელებას მოახმაროთ. გელით!“ – აღნიშნავს მხატვარი.