
ელენე მუშკუდიანს, რომელიც ლეიკემიას ებრძვის, ძვლის ტვინი გადანერგვა არ სჭირდება.
„დღე იწყება სასწაულებით
მოვიდა ბიოფსიის პასუხები.
ელენეს არ სჭირდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია!!
ძვლის ტვინი ემორჩილება ქიმიას და მაჩვენებელი გვაქვს მხოლოდ 1%, როცა ზღვარი 5% ია.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მხოლოდ ქიმიოთერაპიას და მკურნალობას.
ეს არის ნამდვილი სასწაული! შობის სასწაული, უფლის სასწაული
გილოცავთ ყველას ამ ძალიან დიდ პროგრესს და ვაგრძელებთ ბრძოლას ახალი შემართებით."-წერია
გოგონას მხარდამჭერ გვერდზე.
9 წლის ელენე მუშკუდიანს თურქეთში ქიმიოთერაპია უტარდება.