-
2019-12-03 17:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილის განცხადებით „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.
ვიცე-პრემიერი ამის შესახებ ჟურნალისტებს ესაუბრა და განმარტა, რომ ვერანაირი მცდელობა ამ ფაქტს ვერ შეცვლის.
„იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ ეუთო-ში თუ რომელიმე საერთაშორისო ექსპერტი შეიძლება უკეთ კითხულობდეს ჩვენს კონსტიტუციას, აქ უკვე არ არის მთლად საფუძვლიანი არგუმენტები. უკვე არაერთხელ გაჟღერდა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ისე ჩვენი პარლამენტარების პოზიცია, რომ სამწუხაროდ, ის მოდელი, რომელიც წარმოდგენილია „გერმანული მოდელის“ სახით, არ შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას. ესაა მოცემულობა და ნებისმიერი სხვა მცდელობა, რომ ამ პროცესში „ოდირი“ ან სხვა ექსპერტი შემოიყვანონ, არის ოპოზიციის მხრიდან ამ პროცესის პოლიტიკურ პროცესად ქცევის მცდელობა“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა