"საპატიმრო საკნის ოთხი კედელი დღეს ძალიან მყიფე და მოყანყალებულია" - ნიკა მელია

Image

ნიკა მელია მის მიმართ გამოტანილ განაჩენზე კომენტარს აკეთებს.

 

მისი თქმით ბიძინა ივანიშვილი ვერავის დააშინებს ოთხ კედელში გამოკეტვით.

„ივანიშვილის ძალაუფლება არის ძალიან მყიფე. არ გამოვრიცხავ, მოსამართლე ბოლომდე ვერ დაიყოლიეს. მოსამართლეს ოდნავ მაინც თუ აქვს პროფესიისადმი პატივისცემა, სიგიჟე არ უნდა გაეკეთებინა. როგორც ჩანს, სასამართლოში არის ქვედინებები, რომელიც არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს. რეალურად ახლა მათი ამოცანა რჩება, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც კენჭი უნდა უყარონ უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების გარეშე. „კოლექტიურმა ბექა ოდიშარიებმა“ უნდა მიაჭირონ ხელი იმ ღილაკს, რომელზეც არ უნდათ ხელის მიჭერა, მაგრამ უღირთ.

თავიდან ბოლომდე შეკერილი საქმე იყო, სხვა შემთხვევაში 25 ადამიანს განრიდებას არ გაუკეთებდნენ. ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ 20 ივნისის შემდეგ ამოცანა ვერ შეასრულა და კვლავ დეპუტატად შემოვრჩი.

გავრილოვის საქმე შემონახული აქვს და მას ჰგონია, რომ „დამოკლეს მახვილივით“ ჰკიდია, მაგრამ უნდა მიხვდეს ბიძინა ივანიშვილი, რომ ვერც ერთი სისხლის სამართლის საქმით, ვერც ერთ ოპონენტს და აქტივისტს ვერ შეაჩერებს. საპატიმრო საკნის ოთხ კედელში გამოკეტვით ალიკაპს ვერ გაუკეთებს ვერავის, როდესაც ამ საპატიმრო საკნის ოთხი კედელი დღეს არის ძალიან მყიფე და მოყანყალებული. ბიძინა ივანიშვილს მოუწევს თვალი გაუსწოროს რეალობას და იმოქმედოს საზოგადოებრივი მოთხოვნების შესაბამისად, რადგან დღის წესრიგს ადგენს საზოგადოება. „ - განაცხადა ნიკა მელიამ

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !