
„მის მსოფლიო 2019“ 9 დეკემბერს ტაილანდში გაიმართება.
კონკურსზე საქართველოს მოდელი და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი წარადგენს, რომელსაც უკვე აქვს „მის საქართველოს“ ტიტული.
ინტერნეტში უკვე გავრცელდა „მის საქართველოს“ გაცნობითი ვიდეორგოლი, სადაც ნინი საკუთარ თავსა და ქვეყანაზე საუბრობს.
მოდელის თქმით „მის მსოფლიოზე“ გასვლა მისთვის ბევრს ნიშნავს, რადგან მონაწილეებს ხშირად ბაძავენ პატარა გოგონები. მისთვის კი ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა მნიშვნელოვანია.